ზაზა გაბუნია თემქაზე მოქალაქეებს შეხვდა
ამობეჭდვა · 23 / 08 / 2019 11:40
ზაზა გაბუნია თემქაზე მოქალაქეებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია, თემქაზე, სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობას შეხვდა.

მოქალაქეები მაჟორიტარს თემქის მე-X ბ კვარტალში მდებარე, გამწვანებული ტერიტორიის მოწყობას და ეკლესიის აშენების საკითხში შუამდგომლობას სთხოვდნენ.

„ძველი ნარგავებით მდიდარი ამ ადგილის საკითხიც საბოლოოდ გადავწყვიტეთ - ის საზოგადოებრივი ფუნქციით შენარჩუნდება, მოეწყობა, განვითარდება და დამატებითი კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცე გაუჩნდება მოსახლეობას.”- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა გაბუნიამ.