ჩუღურეთი სახლის გამაგრება დასრულდა
ამობეჭდვა · 23 / 08 / 2019 13:48
ჩუღურეთი სახლის გამაგრება დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები კაპიტალურად გამაგრდა.

დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 171 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს, ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის 11 საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა, ხოლო 10 მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.