24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას
ამობეჭდვა · 23 / 08 / 2019 20:30
24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

"ცნობილი ამერიკული ფილმის ეპიზოდების გადაღებების საჭიროებიდან გამომდინარე, 24 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან, გზის ორივე მხარეს თითო-თითო ზოლზე  ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ტრანსპორტი ორივე მიმართულებით ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.