24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 23 / 08 / 2019 21:10
24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - თქვენი საქმეების შეფერხება ზარმაცი და უპასუხისმგებლო ადამიანების ბრალია. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. 

 

კურო - საკუთარი ქცევით გარშემო მყოფებსაც აიძულებთ, რომ კეთილები და სხვების დამფასებლები იყოთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 

 

ტყუპი - იმისათვის, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოთ, გაერკვიეთ რა გსურთ. ზოგიერთი დიეტის დაწყებას გადაწყვეტს, ზოგიც - დაწყებული სწავლის გაგრძელებას. 

 

კირჩხიბი - დახმარებისთვის ახლობლების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. რჩევა შეგიძლიათ სოციალურ ქსელის ჯგუფშიც იკითხოთ. კარგად გაანალიზეთ სიტუაცია, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. 

 

ლომი - შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. ამ უკანასკნელებთან გააუმჯობესეთ დამოკიდებულება. ზოგიერთს სასიამოვნო სიურპრიზი ელის. 

 

ქალწული - აჩქარებით შეიძლება საქმეები გააფუჭოთ. მოერიდეთ ურთიერთობას თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან. 

 

სასწორი - გაანალიზეთ ის ცვლილებები, რაც თქვენს ცხოვრებაში ბოლო დროს მოხდა. ზოგიერთი კავშირის სამუდამო გაწყვეტა კარგს არაფერს მოგიტანთ. 

 

მორიელი - ზედმეტი ემოციურობის გამო შეიძლება გაგიჭირდეთ საქმეების მოგვარება და გარშემო მყოფებთან მშვიდი საუბარიც კი. იყავით მოვლენების საქმის კურსში, მაგრამ ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. 

 

მშვილდოსანი - გონიერ და ენერგიულ ადამიანებთან გელით შერკინება. თავდაჯერებულად იმოქმედეთ და უფრო მეტად დატკბით სანახაობით. 

 

თხის რქა - შეხვედრების, ტელეფონზე საუბრების დღეა. იყავით მოსიყვარულე ახალი და ძველი მეგობრების მიმართ. საქმიანი შეხვედრაც კი მეგობრულ გარემოში ჩაატარეთ. 

 

მერწყული - დასვენების დღის მიუხედავად სამსახური საქმეები მაინც თქვენი მოსაგვარებელი გახდება. გაერკვიეთ თქვენს პირად ურთიერთობებში. 

 

თევზები - რთული საქმეების მოგვარებას მარტივი გზებით ვერ შეძლებთ. იყავით დაკვირვებული სიახლეებისადმი. საღამო მეგობრული გარემოში გაატარეთ.