ყვარელში, ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
ამობეჭდვა · 24 / 08 / 2019 10:25
ყვარელში, ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ასევე დამატებითი ძალა.

შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

ტეგები