პრემიერი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში
ამობეჭდვა · 24 / 08 / 2019 15:21
პრემიერი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ულოცავს და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მხარს ვუჭერთ აყვავებული ევროპული სახელმწიფოს შენების თქვენეულ განზრახვას! დიდება უკრაინას“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ტეგები