გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილს სახარებიდან ციტატას უკითხავს
ამობეჭდვა · 25 / 08 / 2019 12:47
გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილს სახარებიდან ციტატას უკითხავს

„ბედავს აქეთ დაამუნათოს ხალხი მის ღრეობაზე რომ არ მივიდა არავინ“,- გიგი უგულავა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საქრთველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილis მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, პრეზიდენტის საქციელი კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა.

„როცა კონსტიტუციის ყველა ნორმას არღვევს შენი დამსმელი, მაგ ფარისევლობაში მონაწილეობა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა. ეს სუბიექტი მაინც განსაკუთრებული უმსგავსოება გამოდგა. უტიფარი-ბედავს აქეთ დაამუნათოს ხალხი მის ღრეობაზე რომ არ მივიდა არავინ. სახარებიდან ერთ რჩევას მოგცემდით - გააღეთ სასახლის კარი და ყველა გამვლელი მოიწვიეთ, მაგრამ არც მაშინ მოვა ვინმე, რადგან თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი“- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრებიდან ყველა არ მივიდა.