სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს
ამობეჭდვა · 25 / 08 / 2019 20:38
სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

„დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“. საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს, როგორც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთ შელახვას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.