CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებ-გვერდი შეიქმნა
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2019 11:23
CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებ-გვერდი შეიქმნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია CNN-ზე სარეკლამო კამპანიას აგრძელებს.

შემოდგომა-ზამთრის კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discovery Georgia” დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორიული, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლების ჩვენება მიმდინარეობს. პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.

ტეგები