მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პორტზე სასაუბროდ ტელევიზიაში იწვევს
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2019 15:10
მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პორტზე სასაუბროდ ტელევიზიაში იწვევს

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ტელევიზიაში ღიად ისაუბრონ. ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა.

"ეს შეიძლება იყოს [ტელეკომპანია] "იმედი". ვისაუბროთ ღიად. რა წინაპირობა ჰქონდა, რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები იყო, რომელიც საზოგადოებამ არ იცის. სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას, დავადგეთ პირდაპირი ურთიერთობის გზას, ჩავაბაროთ ანგარიში საზოგადოებას", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტზე მუშაობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გაშლილი, რომელსაც 32 ნავმისადგომი ექნება. ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში, 100 მლნ ტონა იქნება. პორტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.

on.ge

ტეგები