"ტვ პირველი არ იყიდება!!! თავისუფლება არ იცვლება!!!" - ვატო წერეთელი
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2019 15:32
"ტვ პირველი არ იყიდება!!! თავისუფლება არ იცვლება!!!" - ვატო წერეთელი

"ტვ პირველის" დამფუძნებელი,  ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"სამ საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის რომლის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის, მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა.

P.S. დღეს 17:00, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

არ გამოვა!!!
ტვ პირველი არ იყიდება!!!
თავისუფლება არ იცვლება!!!", - წერს ვატო წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ ვატო წერეთლის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

ტეგები