მამუკა ბახტაძე: განათლების რეფორმა არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2019 16:34
მამუკა ბახტაძე: განათლების რეფორმა არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ

განათლების რეფორმა არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთელი საზოგადოება თანხმდება, რომ განათლება და მეცნიერება საქართველოს მომავლის ფუნდამენტია.

„განათლება ეს არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ოკუპაციას და ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული ქვეყანა და საქართველო ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიცხვში. ჩვენი განათლების რეფორმა ეფუძნება ეროვნულ, კულტურულ, დემოკრატიულ ღირებულებებს და მთლიანად მორგებულია საქართველოს დღევანდელ რეალობას და ის ქვეყანაში დაამკვიდრებს უმაღლეს ეროვნულ სტანდარტს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები