პეკინის გამზირზე ბავშვი დაჭრეს
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2019 20:13
პეკინის გამზირზე ბავშვი დაჭრეს

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. ინფომაციას "პირველი არხი" თვითმხილველებზე დაყდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა.

ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი უკვე მივიდა და მცირეწლოვანი კლინიკაში გადაყავს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ტეგები