ბრაზილია "დიდი შვიდეულისგან" $22 მილიონის მიღებაზე უარს აცხადებს
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2019 20:18
ბრაზილია  "დიდი შვიდეულისგან" $22 მილიონის მიღებაზე  უარს აცხადებს

ბრაზილიის მთავრობამ უარი განაცხადა $22 მილიონის მიღებაზე, რომელსაც „დიდი შვიდეული“ სთავაზობდა ამაზონის ტყის ხანძრის ჩასაქრობად. 

უცნობია, რა მიზეზით აცხადებს უარს ბრაზილიის მთავრობა დახმარების მიღებაზე.

ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენელის თქმით კი, ამ რესურსის გამოყენება შესაძლოა, ევროპაში ტყეების გაშენებისთვის სჯობდეს.

ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის. ცეცხლის ქრობის პროცესში სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ, თუმცა ამ დრომდე ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება.

ტეგები