BBC: ზელიმხან ხანგოშვილი, შესაძლოა, რუსმა ჯაშუშმა მოკლა
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2019 21:50
BBC: ზელიმხან ხანგოშვილი, შესაძლოა, რუსმა ჯაშუშმა მოკლა

რუსეთის ჯარის წინააღმდეგ მებრძოლი [ჩეჩნეთის მეორე ომი] ჩეჩენი დევნილი ბერლინის პარკში შესაძლოა რუსმა აგენტმა მოკლა, - ასე იწყებს სტატიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ BBC და დასძენს, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იყო სამიზნე.

საქართველოს 40 წლის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე 25 აგვისტოს დააკავეს. BBC-ის სტატიის თანახმად, დაკავებული ვადიმ ს. არის, რომელიც ბერლინში მოსკოვიდან პარიზის გავლით ჩავიდა და უკან, მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონდა. BBC გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ ადგილზე დიდი რაოდენობით ნაღდი ფული იპოვა.

როგორც BBC წერს, საქმეში ნაწილობრივ ეჭვები რუსეთისკენ მიდის იმ გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრებ დისიდენტებთან დაკავშირებით რუსეთის ირგვლივ არსებობს. ამ მხრივ მეტნაკლებად ცნობილი საქმეებია დიდ ბრიტანეთში 2006 წელს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ყოფილი ოფიცრების ალექსანდრე ლიტვინენკოს და 2018 წელს სერგეი სკრიპალის მოწამვლა.

BBC ხანგოშვილის ვინაობის შესახებაც წერს. მედიასაშუალების ცნობით, ხანგოშვილმა თბილისი დედაქალაქში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, გერმანიაში 2015 წელს გაემგზავრა.

ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედით გამვლელმა იმ დროს მიაყენა, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დეტალებს გერმანელ სამართალდამცავებთან გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს.

ბერლინში მოაბიტის რაიონში სროლის შედეგად ერთი კაცი დაღუპვის შესახებ imedinews-ი 23 აგვისტოს წერდა. გაზეთ Berliner Kurier-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა კაცს თავში ესროლა, შემდეგ კი იარაღი მდინარეში გადააგდო. 

imedinews.ge

ტეგები