ბორჯღალოსნებმა „საუზერნ კინგსი“ დაამარცხეს
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2019 22:53
ბორჯღალოსნებმა „საუზერნ კინგსი“ დაამარცხეს

ბორჯღალოსნებმა სამხრეთაფრიკული „საუზერნ კინგსი“ დაამარცხეს. თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული დაძაბული მატჩი 24-20 დამთავრდა.

ბორჯღალოსნებმა ლელო 4-ჯერ დადეს, აქედან ერთი ტექნიკური ლელო იყო.

დღევანდელი შეხვედრა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ბორჯღალოსნებისთვის პირველი თამაში იყო. 

ტეგები