3 წლის ბავშვს რომ ჩეხავს ვიღაც მანიაკი, აბა, წარმოიდგინეთ ნებისმიერ ქვეყანაში რა მოხდებოდა... - ლაშა ბასლანძე
ამობეჭდვა · 29 / 08 / 2019 12:32
3 წლის ბავშვს რომ ჩეხავს ვიღაც მანიაკი, აბა, წარმოიდგინეთ ნებისმიერ ქვეყანაში რა მოხდებოდა... - ლაშა ბასლანძე

პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს:

„ვერ ვიძინებ… იმ ბავშვის ხმა მესმის თვალს რომ ვხუჭავ… ტრაგედიაა ის, რაც მოხდა და უარესი ტრაგედიაა, ის ხალხი, ვინც იქ დგას და მშვიდად უყურებს… რაის მთავრობა ან რისი პრეზიდენტი… ფარჩაკი ერი ვართ და რისი ღირსიც ვართ, იმაზე უკეთესი გვყავს კიდე… მძულს ჩემი თავის თამადობით ყველა სახედაკარგული ადამიანი, რომელიც ამაყად დადის ამ ქვეყანში და მხოლოდ საკუთარ ტრ…ზე ფიქრობს… მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს, რომ ცხოვრებას ვუმახინჯებთ 3 წლის ასაკიდანვე??? არ გადავშენდებით კი არა უკვე გადავშენდით და საშველიც არაფერი ჩანს… ერთმანეთი გვძულს და ერთმანეთის ცუდით ვიკვებებით. ალბათ, დიდი ხანი გამყვება ოცნება იმაზე, რომ იქ იმ წამს მანქანით ჩამეარა…

P.S. შეურაცხადიაო, ალბათ, იტყვით, მაგრამ იქ ვინც დგას, ისინი ხო არიან ჯანმრთელები? ისინი ხო არიან ქართველები? 3 წლის ბავშვს რომ ჩეხავს ვიღაც მანიაკი, აბა, წარმოიდგინეთ ნებისმიერ ქვეყანაში რა მოხდებოდა…", - წერს ლაშა ბასლანძე.