მაკო გომურს ხელოვნური თვალი ჩაუსვეს
ამობეჭდვა · 29 / 08 / 2019 19:20
მაკო გომურს ხელოვნური თვალი ჩაუსვეს

მაკო გომურმა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, ხელოვნური თვალი ჩაისვა. ფოტოს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"შრამი რომ არა, ვერც კი გაარჩევდით", - წერს გომური. 

"თვალის შეხორცება მიმდინარეობს ისევ, თუმცა პროთეზი ხელს არ შეუშლის. სამ თვეში ისევ ვიკეთებ პლასტიკურ ოპერაციას ქუთუთოზე და ამით დავასრულებ. თუმცა წელიწადში ერთხელ აუცილებელია პროთეზის შეცვლა," - ამბობს გომური ტაბულასთან საუბრისას.