პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 10:26
პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისში, პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს 11:30 საათზე  იმსჯელებს.


დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

დაკავებულის ადვოკატი ალექსი გაბუნია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადვოკატი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პეკინის გამზირზე შემთხვევა  27 აგვისტოს მოხდა. თავდამსხმელმა მშობლებთან ერთად მყოფ ბავშსვ ბასრი საგნით მიაყენა დაზიანება და მიიმალა. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.

ტეგები