სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 10:34
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. ამაზე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ.

კანონპროექტის ავტორების თქმით, პარლამენტში ინიცირებული პროექტი ბავშვების გადაადგილებას მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდის. კერძოდ, ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ ექსკურსიაზე მძღოლს სათადარიგო მძღოლიც უნდა ახლდეს.

„აუცილებელი იქნება ღვედების არსებობა, რათა გადაადგილების დროს ბავშვის მაქსიმალურად იყოს დაცული. ასევე ის, თუ როგორ უნდა იყოს განსაზღვრული სკამების რაოდენობა - ყველა ზომა, რომელიც საჭიროა ბავშვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის, კანონპროექტში არის გაწერილი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

imedinews.ge
 

ტეგები