დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის  სამი  ფაქტი გამოავლინეს
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 10:41
დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის  სამი  ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებომოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობითაქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის  სამი  ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 2 230 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის საერთო
საბაზრო ღირებულება 13 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

ტეგები