არჩილ თალაკვაძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პირველ მდივანს შეხვდა
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 11:22
არჩილ თალაკვაძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პირველ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრს, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პირველ მდივან კარსტენ შნაიდერს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებას და სამომავლო გეგმებს, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საკონსტიტუციო, საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებსა და მათ განხორციელებაში საზოგადოების ფართო ჩართულობას.

არჩილ თალაკვაძემ და კარსტენ შნაიდერმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი მიმოიხილეს. საუბარი ასევე, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს შეეხო.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერა დაუდასტურა.

ტეგები