ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 11:25
ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა

„რეალ მადრიდისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაცია ესპანელმა სპეციალისტმა ტვიტერზე გაავრცელა. გოგონა ოსტეოსარკომით იყო დაავადებული და მის წინააღმდეგ 5 თვის განმავლობაში იბრძოდა.

"‘ჩვენი ქალიშვილი ცხრა წლის ასაკში გარდაიცვალა ოსტეოსარკომის წინააღმდეგ ხუთთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ დანებდა. ჩვენ ძალიან დაგვაკლდები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომავალში აუცილებლად შევხვდებით. შენ ჩვენი ოჯახის ვარსკვლავი იქნები," - დაწერა სოციალურ ქსელში ლუის ენრიკემ.
 

ტეგები