შოტლანდია თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 11:37
შოტლანდია თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა

შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოფრინდა. ეს თბილისში 6 ერის ნაკრების ჩამოსვლის პირველი შემთხვევა და ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა.

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი, თიბისი რაგბის სერიების მეორე მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა. 27 აგვისტოს ‘საუზერნ კინგსთან’ მოგებული შეხვედრის შემდეგ, შოტლანდიას „დინამო არენაზე“ 10 ცვლილებით დაუხვდება.

საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდების მატჩი "დინამო არენაზე" 31 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.

ტეგები