პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 12:47
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა, მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

საძაგლიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

ცნობისთვის, თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ პეკინის გამზირზე შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა. თავდამსხმელმა მშობლებთან ერთად მყოფ ბავშსვ ბასრი საგნით მიაყენა დაზიანება და მიიმალა. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.
 

ტეგები