შტორმი, წვიმა, ქარი, სეტყვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი?
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 13:37
შტორმი, წვიმა, ქარი, სეტყვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის ბოლოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ტეგები