"ევროვიზია 2020" როტერდამში გაიმართება
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 16:24
"ევროვიზია 2020" როტერდამში გაიმართება

მომავალ წელს ევროვიზიის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ჩატარდება. ჰოლანდიამ მუსიკალური კონკურსის მასპინძლობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ისრაელში გამართული კონკურსის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლორენსი გახდა.

2020 წლის ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის ფინალი 16 მაისს გაიმართება, ნახევარფინალი კი, 12 და 14 მაისს. კონკურსის ორგანიზატორები ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლები და ევროპის მაუწყებელთა კავშირი არიან.

მომავალი წლის მაისში როტერდამს ეწვევიან დელეგაციები 40-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

ცნობისთვის, გაისად ნიდერლანდები ევროვიზიას მეხუთედ უმასპინძლებს.

ტეგები