"მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება" - თორნიკე მამალაძე
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 20:58
"მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება" - თორნიკე მამალაძე

მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი რო რაც ჩემმა ძმამ მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი რამაც დიდი გამოხმაირება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსტთან მქოონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ) რომელმაც დამემუქრა და მითხრა რო მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რო მზად ვიყავი. შემდენ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა. ეხლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში რაც საპატრიარქოში ხდება. მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!", - წერს ფეისბუქ გვერდზე მამალაძე.

ტეგები