31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 21:53
31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - მეტი დრო დაუთმეთ კარიერულ წინსვლას. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროქტები. დღის ბოლოს საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით.

კურო - დღეს უცნაური ადამიანები მიიქცევენ თქვენს ყურადღებას და არასტანდარტული საქმეებით დაკავდებით. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

ტყუპი - ესაუბრეთ იმ ადამიანს, ვისთანაც გაურკვეველი დამოკიდებულება გაქვთ. ნუ ჩამოყარეთ ყურები, ხვალ უკეთესი იქნება, ვიდრე დღესაა.

კირჩხიბი - ჭკუა ასწავლეთ იმას, ვინც მუდმივად გიქმნით სირთულეებს და მის მაგივრად აკეთებთ საქმეს. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას.

ლომი - კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად. მხარდაჭერას იგრძნობთ
მანდილოსნებისგან. საღამოს სასიამოვნო ამბებს გაიგებთ.

ქალწული - ენერგია და პრიორიტეტები ისე გადაანაწილეთ, რომ ძალიან არ გადაიღალოთ. აკონტროლეთ ემოციები. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

სასწორი - მოერიდეთ უსიამოვნო საქმიანობას და ადამიანებს, ვისაც თქვენთან კამათი უყვარს ნებისმიერ თემაზე. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.

მორიელი - მეტად გამოავლინეთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები. საღამოს შინ დიდი ხნის უნახავი ახლობლები შეკრიბეთ. დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

მშვილდოსანი - დღეს შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც თქვენგან კარდინალურად განსხვავებული აზრები აქვთ. მოერიდეთ მათთან კამათს.

თხის რქა - გვერდით გჭირდებათ ადამიანი, რომელიც გაგამხნევებთ და მოქმედებისთვის შეგამზადებთ. განახლება სჭირდება რუტინულ საქმეებსაც.

მერწყული - რთულ სიტუაციაშიც კი არ დაკარგოთ იუმორის გრძნობა. ეცადეთ, შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე. მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

თევზები - საკუთარ სიმართლეს ჩხუბით დამტკიცება არ სჭირდება. იყავით პოზიტიური და ხშირად გაიღიმეთ. დღეს მოგეცემათ შესაძლებლობა, რომელსაც დიდხანს ელოდით. 

ტეგები