აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 21:57
აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია

აშშ-ის საელჩო საქართველოში სოფელ ჩორჩანასთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს მოუწოდებს,  თავიდან აიცილონ ესკალაცია.

"ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს სამხედრო მობილიზების შესახებ ცნობებს რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და შექმნილი ვითარების გადასაჭრელად გამოიყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ", - ნათქვამია  განცხადებაში.

ტეგები