მამუკა ბახტაძე: მამუკა გორგოძემ თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე
ამობეჭდვა · 30 / 08 / 2019 22:09
მამუკა ბახტაძე: მამუკა გორგოძემ თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე

მამუკა გორგოძემ თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს. 
 

"მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა.

მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე 2 დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

დიდი მადლობა ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისათვის!

ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს!", - წერს ფეისბუქზე მამუკა ბახტაძე.

ტეგები