`ვიბღავლე დედი წუხელ შენს საფლავზე, ვაია ჩემი ყოფა დედიკონა" - ექსკურსიისას დაღუპული გოგოს დედის ემოციურ პოსტი
ამობეჭდვა · 31 / 08 / 2019 13:47
`ვიბღავლე დედი წუხელ შენს საფლავზე, ვაია ჩემი ყოფა დედიკონა" - ექსკურსიისას დაღუპული გოგოს დედის ემოციურ პოსტი

26 მაისს ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„გუშინ არ შემეძლო დამეწერა დეო...
მძულს თარიღი,რომელიც ერთ დროს ძალიან მიყვარდა...26...საბას დაბადების რცხვი,26-ში საბა 26 წლის გახდა წელს....
გავიდა კი არა გადაიღვენთა,გადაიწელა,გადაბინდდა და მეტად ჩამუქდა ეს სამი თვე. არდადეგები მთავრდება დეოოო...შენ რომ მეგულვები სოფელში ან სადმე...ოღონდ იქ არა დე,სადაც მყავხარ და ვითომ რომ არდადეგებზე ხარ წასული დეეე....მთავრდება დედა და მე ან შენ რა გვეშველება სკვიიინჩ...
ვინ უნდა წავიდეს დამოუკიდებლად სასკოლო საყიდლებზე დედიიიი...ვინ მეტყვის დიდი ვარ და ჩემით უნდა ვიყიდო რაც მინდაო.თადარიგი რით დავიჭირო დეო,შენი მეთორმეტეკლასელობის დეო...
ვაი,სკოლის დაწყებას დედი,ვაი ,ჩანთიანი ბავშვების დანახვას დეეე...ვაია ჩემი ყოფა დედიკონა,მაგრამ შენ სად მყავხარ დედი?!
ვიბღავლე დედი წუხელ შენს საფლავზე,გემუდარე დეო რატომ არ მესიზმრებითქო და ისეთი გნახე სიზმარში გული უფრო ამიდუღე....
ჩემო ღიმილავ...შენი ლამაზი და რომ მომეჩვენა თბილი,აი ის თითები მიდგას ეს თვეებია თვალწინ...მერე შენი დაბადების პირველივე წამები,რომ გაჩნდი და ექიმს ვკითხე პატარა ცხვირი აქვსთქო? რა პატარაო,მშვენიერი სწორი და საკმარისი ცხვირი აქვსო....სალოს და საბას რომ ჩემი ცხვირი ჰქონდათ,მინდოდა შენ მამას მსგავსებოდი და მართლაც ფიზიკურად არ მგავდი დეო,მაგრამ ხასიათი სულ ჩემი გქონდა დეეე.....
მერე იზრდები დედი,შენი ნაბიჯები,შენი ლაპარაკი,ბაღში წასვლა,სკოლა,და ასე როდის გამეზარდე ამხელა გოგო სოფი?! უცებ გამეზარდე და ჰა,უცებვე გამომეცალე დეო....რა იყო შენი და ჩემი ურთიერთობა დე?! რატომ დე?!„ - წერს სოციალურ ქსელში ლანა ნიკოლეიშვილი.

ლა­გო­დეხ­ში 16 წლის გო­გო­ს ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა 27 მა­ისს იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი სკო­ლა ალ­ბი­ონ­ში სწავ­ლობ­და, ის ნაკრძალში თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან და მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დროსაც მდინარის დინებამ წაიღო. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.