2 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 01 / 09 / 2019 23:25
2 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - გარშემო მყოფები ემოციურად გაღიზიანებულები არიან და შეიძლება უმნიშვნელო მიზეზმაც კი კონფლიქტი გამოიწვიოს. იყავით მეტად თავაზიანი და დაკვირვებული იმ მოვლენის მიმართ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. 

 

კურო - შეიძლება ყველაზე ერთგულ კოლექტივშიც კი გაჩნდეს ბზარი და გაჟონოს ინფორმაციამ. აკონტროლეთ სიტუცია, რომ არ გამწვავდეს. ყველას მიერ შესრულებული საქმე გადაამოწმეთ. 

 

ტყუპი - ახალი პროექტების დაწყების დღეა. სურვილი გაგიჩნდებათ, ფული მოზომილად ხარჯოთ, რაც მისასალმებელია. უქმეებზე მომზადებული გემრიელობები თანამშრომლებს გაასინჯეთ. 

 

კირჩხიბი - ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედებთ, ის მიგანიშნებთ, რა გზით უნდა გაგრძელოთ სვლა. კარგი დღეა სწავლისა და ახალი საქმეების დასაწყებად. საყვარელ ადამიანებს გრძნობებს ნუ დაუმალავთ. 

 

ლომი - ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. დღეს შეიძლება ახალი პროქტები განიხილოთ, ახალი საქმეები დაიწყოთ. ამასთანავე, ემოციურად დატვირთული დღე გელით. ზოგიერთი სამსახურში რომანს გააბამს. 

 

ქალწული - შეცდომის დაშვების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ. შეცდომებზე ბევრი სწავლობს. პატარა ცვლილების გამო შეძლება პრობლემა მოიხსნას. ხშირ-ხშირად მიეცით საკუთარ თავს დასვენების, ამოსუნთვის საშულება. 

 

სასწორი - რაც ადრე ხელს გიშლიდათ განვითარებასა და წინსვლაში დღეს ჩამოგეშალათ და მწვანე შუქი აინთება თქვენთვის. პროგრესს მოახდენთ სხვადასხვა პროექტში. საყვარელ ადამიანს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. 

 

მორიელი - ენერგიული ხართ და ნებისმიერ საქმეს თუ პროექტს შემართებით დაიწყებთ. იყავით აქტიური, ჩაერთეთ დისკუსებში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

 

მშვილდოსანი - უდარდელი ხართ, რადგან იცით, რომ რთულ საქმეებსაც კი მარტივად შეასრულებთ. მეგობრები მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ. ზოგიერთი ბავშვობის გასართობს გაიხსენებს და განაახლებს. 

 

თხის რქა - პასიური დასვენებისთვის საღამო უნდა შემოინახოთ, მანამდე კი შრომა მოგიწევთ. კარგი დღეა სწავლის დასწყებად. თუმცა, დღის განმავლობაშიც ხშირად მოგეცემათ კოლეგებთან ერთად გართობის საშუალება. 

 

მერწყული - მხოლოდ წინ უნდა იმოძრაოთ და უკან მოიტოვოთ ყველა ის ნეგატივი, რაც გაფერხებთ. აკონტროლეთ უარყოფითი ემოციები. განსაკუთრებით, როცა საყვარელ ადამიანთან კონტაქტისას. 

 

თევზები - დააფასეთ ის, რაც გაქვთ, ნუ ტირით იმაზე, რაც შეძლება საერთოდ ვერ მიიღოთ. იყავით მადლიერი ამ ადამიანების მიმართ, ვინც დაგეხმარათ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად რესტორანს ან კინოს ესტუმრეთ.