მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2019 10:04
მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს. უცნობია თუ რის შესახებ განაცხადებს მთავრობის მეთაური. შესაძლოა, ის უკავშირდებოდეს მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას , რის შესახებაც ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს შს მინისტრი, გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, გახარიას ადგილს კი ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ტეგები