ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2019 10:21
ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს "პირველი არხი" ჯუღელის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნუგზარ ჯუღელი 1937 წელს დაიბადა. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებიდან მალე, 1968 წელს მოვიდა საქართველოს ტელევიზიაში და წლების განმავლობაში მიყავდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“. აღიარება და პოპულარობა კი, სპროტული გადაცემების წაყვანამ და პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორობამ მოუტანა.

2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიც.

ტეგები