მამუკა ბახტაძე: ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2019 12:55
მამუკა ბახტაძე: ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძესოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ბახტაძე მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს მხარდაჭერისა და ნდობისთვის.

„ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერმინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერმინისტრს.

დღეს 15:00 საათზე ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ყველა შეკითხვას ვუპასუხებ. ჩემი გულწრფელი მადლობა სახელმწიფო უწყებების ყველა თანამშრომელს, მინისტრთა კაბინეტს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ყველას, ვისთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა. მადლობა ჩემს თითოეულ თანამშრომელსა და თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ − ქართულ საზოგადოებას, თქვენი მხარდაჭერა, რჩევები, კრიტიკა ჩემთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი იმპულსი ქვეყნის მშენებლობის საქმეში“, - წერს ბახტაძე ფეისბუქზე.

ტეგები