გია ვოლსკის განცხადებით, ახალი პრემიერის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2019 13:13
გია ვოლსკის განცხადებით, ახალი პრემიერის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება ხვალ, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

მისი თქმით, ახალი პრემიერი დაასახელებს მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც.

„ვისზეც გადავწყვეტთ, რომ იყოს პრემიერ-მინისტრი, ის წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტს. ამიტომ, გადასწრება არც კორექტულია და არც მიზანშეწონილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გაარცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ  თანამდებობას ტოვებს.

ტეგები