მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს ხვდება
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2019 15:15
მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს ხვდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ტოქშოუების წამყვანებს ხვდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართება.

მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტები არიან მიწვეულები, მათ შორის არ არიან ონლაინ მედიის წარმომადგენლები.

პრემიერთან შეხვედრას ესწრებიან ჟურნალისტები: ხატია ქვათაძე, თამთა სანიკიძე, თამარ ჩიხლაძე, ნანუკა იორდანიშვილი, ირაკლი მეტრეველი, ემა ტუხიაშვილი, ბონდო მძინარაშვილი, ნინო ხოზრევანიძე.

ტეგები