შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ - სალომე ზურაბიშვილი ბახტაძის გადადგომაზე
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2019 15:32
შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ - სალომე ზურაბიშვილი ბახტაძის გადადგომაზე

მე ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ, - ამის შესახებ პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უნდა დაველოდოთ, თუ ვინ შეცვლის პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს.

"გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები, ჩავალ თბილისში. საერთოდ მივიჩნევ, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. უნდა ჩავიდე, გავიგო, რა ვითარება არის, შემდეგ შეიძლება განცხადებებისა და შეფასებების გაკეთება. მე ჰიპოტეტურ გადაწყვეტილებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რაც არ უნდა შესაძლებელი იყოს არ შევაფასებ. არაკორექტული იქნება აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ დღეს პრემიერ-მინისყტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ტეგები