ხვალ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება
ამობეჭდვა · 02 / 09 / 2019 19:14
ხვალ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება

ხვალ, 09:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.

"ქართული ოცნების" პიარსამსახურის ინფორმაციით, სხდომას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

ტეგები