თბილისში მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება
ამობეჭდვა · 03 / 09 / 2019 18:57
თბილისში მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება

თბილისში რუსი კომიკოსისა და მომღერლის, მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება. თავდაპირველად ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა, კონცერტის ორგანიზატორად Tickets Online GROUP არის მითითებული.

მათი განცხადებით, ადგილი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, გალკინის კონცერტი 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.