ნაძალადევის რაიონში, სააკაძის III შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 04 / 09 / 2019 16:10
 ნაძალადევის რაიონში, სააკაძის III შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, სააკაძის III შესახვევში გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 873 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„დავასრულეთ კიდევ ერთი საგზაო პროექტი. სააკაძის III შესახვევში ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. მთლიანად ამორტიზებული იყო გზის საფარი და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახლით შეცვალა მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც კაპიტალურად შევაკეთეთ გზა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოყო.