Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის ტელეფონის ნომრები ქსელში გავრცელდა
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 10:29
Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის ტელეფონის ნომრები ქსელში გავრცელდა

უცნობმა პირებმა ქსელში მონაცემთა ბაზა გამოაქვეყნეს, რომელიც Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის ტელეფონის ნომრებს შეიცავს. ამის შესახებ TechCrunch-ი უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტზე დაყრდნობით წერს.

გარდა ამისა, გავრცელდა ID-პროფილები და მომხმარებელთა ადგილსამყოფელისა და სქესის შესახებ ინფორმაცია. საუბარია სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მომხმარებლების 419 მილიონზე მეტ ჩანაწერზე. მათ უმრავლესობას ამერიკელები და ბრიტანელები წარმოადგენენ.

თავად Facebook-ში აცხადებენ, რომ პირადი ექაუნთების გატეხვის დამამატკიცებელი საბუთები არ არსებობს. მათი განმარტებით, თავად ეს მონაცემები ძველია, რომელთა მოგროვება იმ ფუნქცის დახმარებით მოხდა, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომი არაა.

imedinews.ge

ტეგები