ირაკლი ღარიბაშვილი „გირჩზე“ - ამ ორგანიზაციის, თუ სექტის საქმიანობა სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას ძირს უთხრის
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 11:38
ირაკლი ღარიბაშვილი „გირჩზე“ - ამ ორგანიზაციის, თუ სექტის საქმიანობა სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას ძირს უთხრის

ამ ორგანიზაციის, თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას ძირს უთხრის, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურზე საუბრის დროს "გირჩის" შესახებ განაცხადა.

„მინდა, გამოვყო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩემთვის ეს, თუნდაც გარედან მაყურებლისთვის, იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, ეს იყო პირდაპირი კატასტროფა, პირადაპირ ვიტყოდი, ტრაგედია ჩვენი ერისთვის. ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობის და ჩვენი ოპონენტების, „ნაცმოძრაობის“ და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ. გირჩის საქმიანობას. მოგეხსენებათ, ხდება პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის, თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას ძირს უთხრის. მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი ჩემი მინისტრობის, რომ რაც შეიძლება, მოკლე ვადებში ეს საკითხი იქნება დარეგულირებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელების პროცესში დასავლური ქვეყნებს გამოცდილებას გაიზიარებენ.

ტეგები