ირაკლი ღარიბაშვილი: დღესვე უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 12:02
ირაკლი ღარიბაშვილი: დღესვე უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა

დღესვე უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი მთავარი ოცნებაა, საქართველოში სამხედრო მრეწველობის აღორძინება.

"ჩვენ გვაქვს უდიდესი გამოწვევა, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20 არის ოკუპირებული, ეს არის პირველი სახის, პირველი კატეგორიის გამოწვევა. ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ არის მიმართული. ჩემი სურვილი, რაც მე აღვნიშნე, სამხედრო მრეწველობის განვითარება, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მაგალითად, მოვიძიე ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად, მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და სხვა სამინისტროებიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვები, რამდენიმე ათეულს მილიონს შეიძლება ხარჯავდეს ტყვია-წამლის შეძენაში. რაც არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ჩემი შს მინისტრობის პერიოდში და მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი რაც მქონდა, ეს არის ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ და ამის კეთება უნდა დავიწყოთ დღესვე. რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, –  ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტეგები