"ასავალ-დასავალში" გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს შესასვლეთან" - ჯაფარიძე ღარიბაშვილს.
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 13:20
"ასავალ-დასავალში" გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს შესასვლეთან" - ჯაფარიძე ღარიბაშვილს.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პასუხობს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც "გირჩს" სექტა უწოდა და დაადანაშაულა სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერების ძირის გამოთხრაში.

"ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი

ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა...თ ერთმანეთს

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.

ტეგები