თბილისში ქალი მოკლეს და ცეცხლი წაუკიდეს
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 13:36
თბილისში ქალი მოკლეს და ცეცხლი წაუკიდეს

თბილისში, ზღვის უბანში ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. წინასწარი ვერსიით, ქალი ჯერ მოკლეს და შემდეგ ბინაში ცეცხლი კვალის დაფარვის მიზნით განზრახ გააჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

სავარაუდოდ, დამნაშავეებმა ბინიდან ფული წაიღეს.

გარდაცვლილის მეუღლე დაკითხვაზე იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

ტეგები