"გული მწყდება, რომ წამოსვლა მომიწია" - ვასილ დაბრუნდაშვილი"იმედიდან" წავიდა
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 13:48
"გული მწყდება, რომ წამოსვლა მომიწია" - ვასილ დაბრუნდაშვილი"იმედიდან" წავიდა

ჟურნალისტმა ვასილ დაბრუნდაშვილმა "იმედის" ტელევიზია დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.

"მადლობით დავიწყებ იმ ადამიანების მიმართ ვისთან ერთად “იმედზე” 7 წელი საქმე ვაკეთე. ბევრი სირთულე იყო ბევრი გამოწვევა, რაღაცეები ვისწავლე და ვთვლი რომ ჩემი ძალიან მცირე წვლილი შევიტანე ამ ტელევიზიის განვითარებაში. გული მწყდება იმაზე რომ წამოსვლა მომიწია მაგრამ არის მომენტები როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დგება. და ეს ახლა ყველაზე მეტად იყო საჭირო! მადლობა ამ არხის ყველა თანამშრომელს, მაგარ ოპერატორებს ცეცხლშიც ტყვიებშიც რომ გვიმუშავია ერთად. მადლობა მემონტაჯეებს, მადლობა ჩემს კოლეგა ჟურნალისტებს. არასდროს არ დამავიწყდება ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში მათი მხარდაჭერა ყველა ზარი და შეტყობინება. ყველაფერი აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ", - წერს სოციალურ ქსელში ვასილ დაბრუნდაშვილი.

ტეგები