ვინ არის თემქაზე მოკლული ქალი?
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 14:05
ვინ არის თემქაზე მოკლული ქალი?

დღეს დილით თემქაზე 62 წლის რიმა მირზოევა მოკლეს. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე უძრავი ქონების აგენტია, ვაჟი კი გერმანიაში ცხოვრობს.

როგორც შემთხვევის ადგილზე „პრაიმტაიმს“ უთხრეს, სამაშველო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, მას შემდეგ, რაც სახლში დაკვამლიანება შენიშნეს. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სახლიდან „ყველაფერი წაღებულია“. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თემქაზე, მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში შუახნის ქალი სავარაუდოდ მოკლეს და შემდეგ სახლში ცეცხლი გააჩინეს.


Read more at https://primetime.ge/news/1567676860-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98#O1Z2L6obK5VHQUJh.99

ტეგები