ლიეტუვაში, კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები ამოქმედდება
ამობეჭდვა · 05 / 09 / 2019 14:11
ლიეტუვაში, კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები ამოქმედდება

ლიეტუვაში, კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები ამოქმედდება. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით, ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლევან ღვაჩლიანის და კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტის რექტორის იუოზას აუგუტისის შეხვედრის ფარგლებში იქნა მიღბული.

ამასთან, უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი, შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიეტუვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

ელჩმა ასევე, სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოს საქმიანობის, საელჩოში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის და საკონსულო მომსახურებების შესახებ.

ტეგები